მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღასნიშნავად ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
1. 24 ივნისი:
13.00 - სპორტული შეჯიბრებები საზღვაო დაწესებულებათა გუნდებს შორის;
16.00 - გამარჯვებულთა დაჯილდოვება;
2. 25 ივნისი:
10.00 - დროშის საზეიმო აღმართვა, სტუდენტთათვის მილოცვა;
11.00 - საზღვაო დარგის გამოჩენილ წარმომადგენლებთან შეხვედრა (ტარდება კაპიტანთა ასოციაციის ეგიდით);
12.00 - საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობის მიღება;
18.00 - მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო სტუდენტური ღონისძიება;
ბნსუ ეპატიჟება ჩამოთვლილ ღონისძიებეზე ყველა დაინტერესებულ პირს, პარტნიორებს, მშობლებსა და საზღვაო დარგის გულშემატკივრებს.
