სიახლეები უკან

მკვლევარი ინჟინრებისა და მეცნიერების ინსტიტუტის მრჩეველთა კომიტეტის წევრობა 09.07.2020

9 ივლისი 2020

 

bn445678.png

2020 წლის 1 ივლისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გაბედავა არჩეულ იქნა The Institute of Research Engineers and Scientists (The IRES) - მკვლევარი ინჟინრებისა და მეცნიერების ინსტიტუტის მრჩეველთა კომიტეტის წევრად. ინსტიტუტი ახორციელებს მსოფლიოში მეცნიერების, ინჟინერიისა და სოციალური ინოვაციების სფეროში გამოყენებითი კვლევების პოპულარიზაციას საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებით სხვადასხვა ასოციაციებთან და მსოფლიო კლასის უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობის გზით. იგი აერთიანებს ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დისკუსიისა და თანამშრომლობის წასახალისებლად. მკვლევარი ინჟინრებისა და მეცნიერების ინსტიტუტი, ყოველწლიურად, ათობით საერთაშორისო კონფერენციას მართავს მსოფლიო მასშტაბით.