სიახლეები უკან

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ბნსუ-ში

26 ივნისი 2019

4www.jpg

 

მეზღვაურთა დღის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში. ბნსუ-ს ხელმღვანელობასა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის საუბარი სფეროში არსებულ გამოწვევებს, გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

სამუშაო შეხვედრას უკრაინის ხუთი უნივერსიტეტის, ასევე ლიტვასა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბნსუ-სა და ოდესის სავაჭრო-ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის. დოკუმენტი გაცვლითი პროგრამების შემუშავებას, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას, ასევე ერთობლივი სამეცნიერო ფორუმების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობას ითვალისწინებს. 

სტუმრებმა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ინფრაქტრუქტურა დაათვალიერეს.