სიახლეები უკან

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების უპირატესობები მომავალ მეზღვაურებს გააცნეს

26 თებერვალი 2019

DSC_0360.JPG

„რა უპირატესობა აქვს საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში?“- საკითხი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

მომავალმა მეზღვაურებმა ყველა იმ უპირატესობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ექნება. ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოწვევებზეც, რომლებიც ამ პროცესში არსებობს. ერთ- ერთი მთავარი კი ანტი-დასავლური პროპაგანდაა. 

ბნსუ-ს სტუდენტებმა ირმა გაბინაშვილს კითხვები დაუსვეს.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო სახის შეხვედრებს ახალგაზრდებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პერმანენტულად მართავს. უნივერსიტეტი ზრუნავს ახალგაზრდების ინფორმირებულობასა და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობაზე.ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ამ ეტაპზე 500 სტუდენტი ირიცხება.უმაღლესი სასწავლებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს.

თემასთან დაკავშირებით მომზადებული  მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.