სიახლეები უკან

ონლაინ კონფერენციას „SEArica Conference on the Black Sea“ 03.12.2020

3 დეკემბერი 2020

128950106_4130632960280593_4020101376912864022_n.png

2020 წლის 3 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი და პერსონალი დაესწრო ონლაინ კონფერენციას „SEArica Conference on the Black Sea“.

კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარემ, ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა, ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა, შავი ზღვის კავშირის კოორდინატორმა.

კონფერენციაზე დელეგატებმა იმსჯელეს საერთო საზღვაო დღის წესრიგზე (CMA) და მის მნიშვნელობაზე შავი ზღვის აუზში მდგრადი ეკონომიკის უზრუნველსაყოფად.

მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია კონფერენციის მონაწილეებს შორის.

კონფერენცია ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიისა (CPMR BBSC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) მიერ იყო ორგანიზებული.