ონლაინ ლექცია სტელენბოშის უნივერსიტეტში
2025 წლის 24 მარტს, ბნსუ-ს პროფესორმა გიორგი გაბედავამ სამხრეთ აფრიკის სტელენბოშის უნივერსიტეტის ტრანსპორტის ეკონომიკის სტუდენტებისთვის ონლაინ ლექცია ჩაატარა თემაზე: "Maritime Gateways: Strategic Port Development and Modern Vessel Evaluation".
პროფესორი გაბედავა სტელენბოშის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით დისტანციურად ჩაერთო. მისი ლექცია მოიცავდა საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიულ ასპექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გემების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზის მეთოდებს.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ეს ონლაინ ლექცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული საზღვაო განათლების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისა და მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიული კავშირების განვითარების მხრივ.
