სიახლეები უკან

ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური ბრენდინგი” 10.04.2020

10 აპრილი 2020

 

92635978_3426933447317218_4251409455670886400_n.jpg

2020 წლის 10 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ბნსუ-ს სტუდენტებისთვის და პერსონალისთვის ჩატარდა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური ბრენდინგი”

ლექცია ჩაატარა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორმა; მარკეტერმა; ბლოგერმა; სოციალური მედია ინფლუენსერმა; ტურისტული კომპანია wetrave.ge-ს დამფუძნებულმა გურამ შეროზიამ.

ლექციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
• როგორ მოვახდინოთ დამსაქმებელზე დადებითი შთაბეჭდილება;
• გასაუბრებაზე და საქმიან შეხვედრებზე თავის სწორად წარმოჩენის ხელოვნება;
• გაყიდვების როლი კარიერასა და ყოველდღიურობაში;
• საკუთარი თავის, ონლაინ და ოფლაინ შეფუთვის ოქროს წესები.

▪️ლექცია ჩატარდა ონლაინ პლათფორმა Zoom-ის გამოყენებით. მას ბნსუ-ს 40 წარმომადგენელი დაესწრო.