სიახლეები უკან

ონლაინ შეხვედრა: BSM Smart Academy

24 აპრილი 2025

2025 წლის 24 აპრილს, Bernhard Schulte Shipmanagement (BSM)-ის წარმომადგენლებმა, ბნსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ("საზღვაო ნავიგაცია" და "გემის მექანიკა") პირველი კურსის სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გამართეს, სადაც BSM Smart Academy-ის შესახებ ისაუბრეს.

BSM Smart Academy წარმოადგენს კომპლექსურ მიდგომას მომავალი ლიდერების აღზრდისა და განვითარებისთვის. BSM Smart Academy-ს ძირითადი მიზნებია:

  • შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობა უნარების განვითარებისა და ზღვაზე და BSM-ში კარიერული შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის;
  • სტუდენტების მოზიდვა და მომზადება მომავლის საზღვაო სამუშაო ძალისთვის;
  • ლიდერობის ძირითადი კომპეტენციების განვითარება, მათ შორის სტრატეგიული აზროვნება, კომუნიკაცია, ადაპტაციის უნარი და ემოციური ინტელექტი;
  • მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს შექმნა.

სტუდენტები პროგრამაში ირიცხებიან პირველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ. დაქირავებადა შერჩევა მოიცავს ფსიქომეტრულ და უნარების ტესტებს, ასევე გასაუბრებებს. კადეტად მიღების შემდეგ, ინდივიდები იწყებენ სრული დატვირთვით ოთხწლიან სასწავლო პროგრამას (სამი წელი უნივერსიტეტში + ერთი წელი კადეტობა BSM-ის მიერ მართულ გემებზე).

კადეტები იღებენ ღირებულ გამოცდილებას და ტრენინგს BSM-ში კარიერისთვის მომზადების მიზნით. ეს ტრენინგი ხორციელდება ადგილობრივ და გარე პარტნიორებთან თანამშრომლობით, BSM-ის სასწავლო მასალების, ხედვისა და მისიის სრული შესაბამისობით.