ონლაინ შეხვედრა Elsevier-ის წარმომადგენელთან
2024 წლის 31 ივლისს, Elsevier-ის წარმომადგენელმა, კირილ ივანოვმა, ბნსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრაზე მომხსენებელმა ხაზი გაუსვა Elsevier-ის ბაზაში სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების უპირატესობას, რაც გულისხმობს ციტირების ინდექსის რაოდენობის განსაზღვრასა და ერთად თავმოყრას. გარდა ამისა, განხილულ იქნა უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ ბაზაში განთავსების შესაძლებლობა.
შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რაც მოიცავს ონლაინ ტრენინგებს სამეცნიერო ბაზების პოპულარიზაციისა და სარგებლობისთვის, როგორც განმახორციელებელი პერსონალის, ასევე, სტუდენტების მიერ.
