სიახლეები უკან

ონლაინ სწავლების მეთოდები 17.03.2020

21 მარტი 2020

90082148_3367012223309341_1448490347779850240_o.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიურ და მოწვეულ პერსონალ ონლაინ სწავლების მეთოდები გააცნეს.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე პლატფორმა “ZOOM”-ის შესაძლებლებებზე ისაუბრა და ონლაინ სწავლების უზრუნველსაყოფად საჭირო დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

▪აპლიკაციის გამოყენებით ლექტორებს შესაძლებლობა აქვთ ლექციები სახლიდან გაუსვლელად ჩაატარონ;

▪მაუწყებლობა ერთდროულად 100 მოსწავლისთვისაა შესაძლებელი;

▪პლატფორმას აქვს ლექციის ჩაწერის ფუნქციაც;

▪იძლევა შესაძლებლობას გაიცვალოს ფაილები.

ელექტრონული სწავლების პროცესი ბნსუ-ში 23 მარტიდან დაიწყება. ელექტრონული პლატფორმა სატესტო რეჟიმში იმუშავებს 16-დან 22 მარტის ჩათვლით.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე გადავიდა.