სიახლეები უკან

ონლაინ ტრენინგი: ევროკავშირის ინოვაციებისა და კვლევის ჩარჩო პროგრამა, „ჰორიზონტი ევროპა“-ს პრაქტიკული ასპექტების შესახებ. 16.12.2021

16 დეკემბერი 2021

 

2021წლის 14 - 15 დეკემბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და დაძმობილების პროექტის კონსორციუმის მიერ: გარემოს დაცვის სააგენტო (ავსტრია); იოანეუმ კვლევა (ავსტრია); ავსტრიის სამეცნიერო ფონდი; ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტო; DLR პროექტების მართვის სააგენტო (გერმანია) და დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია) ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: ევროკავშირის ინოვაციებისა და კვლევის ჩარჩო პროგრამა, „ჰორიზონტი ევროპა“-ს პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი: ჰერბერტ ჰაუბოლდი, ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოდან.

ტრენინგის მიზანი იყო: Horizon Europe-ის პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული ქართველი მეცნიერებისთვის პრაქტიკული შეხედულებებისა და წინა პროექტებიდან მიღებული გამოცდილების გაზიარება. ტრენინგის შინაარსი მოიცავდა, თუმცა არ შემოიფარგლებოდა, პროგრამის შესახებ ინფორმაციის წყაროების, თემებისა და კონკურსების მოძიების გზების და საერთაშორისო კონსორციუმებში ჩართვის ვარიანტების მიმოხილვით, ერთობლივი წინადადების შემუშავებიდან მიღებული დასკვნების, საკონკურსო წინადადებების მიმოხილვის შედეგების, ლექციებისა და ინტერაქტიული სამუშაოებში მონაწილეობისთვის საჭირო ინსტიტუციური წინაპირობების განხილვით, რასაც თან ახლდაპრაქტიკული მაგალითები და შეკითხვების ფორმულირების შესაძლებლობი.

ორდღიანი ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბნსუ-ს რექტორის თანაშემწემ, დოქტორანტმა ლევან გვარიშვილმა და კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ასოც. პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.