სიახლეები უკან

ონლაინ ვებინარი „როგორ დავწეროთ პროექტი გრანტის მოსაპოვებლად“ 28.01.2021

28 იანვარი 2021

143881714_4283924101618144_664003448546142060_o.png

✅ 2021 წლის 28 იანვარს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადმეიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ ვებინარში „როგორ დავწეროთ პროექტი გრანტის მოსაპოვებლად“. ✅ ვებინარის სპიკერი Gregg Bucken-Knapp იყო. Gregg Bucken-Knapp არის შვედეთის გოთენბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის (SPA) პროფესორი. ✅ ვებინარის ფარგლებში სპიკერმა ისაუბრა პროექტების საგრანტო აპლიკაციის პროცესიის შესახებ და აქცენტი გააკეთა, როგორც აპლიკაციის მომზადების პროცესზე, ასევე მის შეფასებასთან დაკავშირებით და მსმენელებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები. ✅ ამის გარდა, მან ისაუბრა პროექტების დაგეგმვისა და მენეჯმენტის პროცესზე და მსმენელებს გაუზიარა გამოცდილება და მისცა რჩევები აღნიშმულ პროცესთან დაკავშირებით. ✅ ვებინარის დასასრულს დამსწრეებს შესაძლებლობა ქონდათ კითხვები დაესვათ სპიკერისთვი, შესაბამისად გაიმართა დისკუსია. ✅ ვებინარი შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით გაიმართა.