ონლაინ ვებინარი „სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობები მკვლევარებისთვის“ 25.01.2021
25 იანვარი 2021

2021 წლის 25 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი დაესწრო ონლაინ ვებინარს „სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობები მკვლევარებისთვის“.

ვებინარის მიზანი იყო აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, და ახალგაზრდა მკლევარებისთვის გაეზიარებინათ ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში მათი ცნობადობის ამაღლების თაობაზე.

განხილულ იქნა მკვლევარის სამეცნიერო პროფილის სახეები და მათი შექმნა, ბიბლიოგრაფიული მენეჯერები; ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი doi, სამეცნიერო გრანტების მოპოვების შესაძლებლობები, მსმენელებისთვის, ასევე გაზიარებულ იქნა მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების მოძიების ტექნიკა, სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობები იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში, ვებინარზე ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელიც საჭიროა სამეცნიერო სტატიის საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

მსმენელებს ინფორმაცია მიეწოდათ ცნობადი და ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზების შესახებ.

ვებინარი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) მიერ იყო ორგანიზებული. ვებინარი სეუს ვიცე რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ანა ფირცხალაშვილმა გახსნა.

ვებინარში მონაწილეობდა 90-მდე ქართველი მკვლევარი 20-ზე მეტი ქართული და უცხოური უნივერსიტეტიდან.