სიახლეები უკან

ონლაინ ვებინარს „Day Of The Seafarer“ 25.06.2021

25 ივნისი 2021

206743809_374579590754698_6962012182107769224_n.png

 

2021 წლის 25 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი დაესწრო ონლაინ ვებინარს „Day of the Seafarer“.

ვებინარი ჩაატარა The Nautical Institute-ის პრეზიდენტმა - ჯილიან კარსონ-ჯექსონი (Jillian Carson-Jackson) და ვებინარი ამავე ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.

ვებინარი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ვებინარის ფარგლებში სპიკერმა ისაუბრა მეზღვაურთა როლზე მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებაში, უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფაში და მათ როლზე პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების გადაჭრაში.

The Nautical Institute პერიოდულად ატარებს ონლაინ ვებინარებს პროფესიული მიმართულებით, ბნსუ-ს პერსონალსა და სტუდენტებს, როგორც ინსტიტუტის წევრ უნივერსიტეტს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ვებინარებში.