სიახლეები უკან

ონლაინ-ვებინარში თემაზე: ,,ინსტიტუციების მართვა პანდემიიის პირობებში 19.12.2020

19 დეკემბერი 2020
 132287271_4183214441689111_4967872798920404958_o.png   2020 წლის 18 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის” ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარებულ ონლაინ-ვებინარში თემაზე: ,,ინსტიტუციების მართვა პანდემიიის პირობებში – საუკეთესო პრაქტიკა”. ღონისძიება მიზნად ისახავდა: საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების გაზიარებას, ქვეყანაში არსებული უნივერსიტეტების, პროფესიული კოლეჯების, საგანმანათლებლო ცენტრებისა და ინსტიტუციების მხარდაჭერას. ვებინარზე საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებმა. ვებინარს მოდერაციას უწევდა, უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის” ვიცე რექტორი – მარიამ დარბაიძე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. ვებინარის დასკვნით ნაწილში, სიტყვით წარსდგა Jay Pocklington (,,Young Scholars Initiative“ მენეჯერი), რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და გამოთქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობისთვის.