ონლაინ ვორქშოფი თემაზე „Europass CV-სა და სამოტივაციო წერილის წერა“ 4.05.2020

2020 წლის 4 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ბნსუ-ს სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაცული პერსონალისთვის ჩატარდა ონლაინ ვორქშოფი თემაზე „Europass CV-სა და სამოტივაციო წერილის წერა“.
ვორქშოფი ჩაატარა ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასისტენტ-პროფესორმა გიორგიგაბედავამ.
ვორქშოფის ფარგლებში განხილულ იქნა:
- Europass CV-ის სტრუქტურა;
- ამ ფორმატის CV-ის ძირითადი მოთხოვნები და თავისებურებები;
- სამოტივაციო წერილის სტრუქტურა და წერის ტექნიკა;
- ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები;
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკული დავალებების მეშვეობით შეედგინათ CV.
შეხვედრა ჩატარდა ონლაინ აპლიკაცია „Google Meet“ საშუალებით.
მსგავსი ტიპის ვორქშოფები გაუადვილებს სტუდენტებს და პერსონალს გაცვლითი პროგრამების სააპლიკაციო დოკუმენტებზე მუშაობის პროცესს.

