სიახლეები უკან

პარტნიორების სტუმრობა ბნსუ-ში

20 ოქტომბერი 2022

2022 წლის 20 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ წარმომადგენლები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.

დელეგაციაში იმყოფებოდნენ წარმომადგენლები არაბეთის აკადემიიდან (ეგვიპტე), რეიკას უნივერსიტეტიდან (ხორვატია), სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (თურქეთი), ილდიზის უნივერსიტეტიდან (თურქეთი) და ავსტრალიის საზღვაო კოლეჯიდან (ავსტრალია).

სტუმრები ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერს ლალი ხვედელიძეს და რექტორის მეორე მოადგილეს გიორგი გაბედავას შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში რექტორის მეორე მოადგილემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია ბნსუ-ში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის განვითარების გზებზე.