სიახლეები უკან

პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ბნსუ-ში

21 ოქტომბერი 2022

2022 წლის 21 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ბნსუ-ს სტუმრობდა ლიეტუვას საზღვაო აკადემიის (ლიეტუვა) რექტორის მოადგილე რიმა მიკიენე, აზიისა და წყნარი ოკეანის საზღვაო აკადემიის (ფილიპინები) საგარეო ურთიერთობების დირექტორი ანჯელიკა ბეილონი, ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) პროფესორი მატია სვეტინა.

შეხვედრის ფარგლებში რექტორის მეორე მოადგილემ გიორგი გაბედავამ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია ბნსუ-ში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ბნსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.