პირი რეისის უნივერსიტეტის ვიზიტი
2015 წლის 28-29 ივლისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პირი რეისის საზღვაო უნივერსიტეტის(Piri Reis University, Turkey, Instambul) დელეგაციას ბათუმში. უნივერსიტეტის ლექტორი და სტუდენტები ქალაქს ეწვივნენ სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, დაწესებულების კუთვნილი სასწავლო-საწვრთნელი ლაინერით "Piri Reis". გემზე, მაღალკვალიფიციური ზღვაოსნების ხელმძღვანელობით, ერთდროულად 200 სტუდენტი გადის პრაქტიკას. ბნსუ-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, თურქული უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაათვალიერეს ბათუმი და მისი შემოგარენი. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, თანამშრომლობის პერსპექტივები, განსაზღვრეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების სავარაუდო ვადები.
