პირველი საერთაშორისო დისტანციური კონფერენცია
6 ნოემბერი 2018

პატივცემულო კოლეგებო,
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პირველ საერთაშორისო დისტანციურ კონფერენციაში ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების იმპერატივები ეროვნული კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობაში“, რომელიც გაიმართება 13-14 დეკემბერს ქ. ბათუმში. კონფერენციის ნაშრომთა კრებული დაისტამბება საგამომცემლო სახლში ,,კალმოსანი“ (თბილისი).
დაწვრილებითი ინფორმაცია საერთაშორისო დისტანციური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის შესახებ იხილეთ ბმულში.
