პირველკურსელთა მიღებისა და კურსდამთავრებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2026
2026 წლის 25 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღებისა და კურსდამთავრებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა - განსაკუთრებული დღე, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა ახალი დასაწყისის მოლოდინი და უკვე მიღწეული წარმატების აღნიშვნა.
ღონისძიების ფარგლებში, პირველკურსელებსა და კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორი, რექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-კანცლერი მიესალმნენ, ეს განსაკუთრებული დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების გზაზე.
განსაკუთრებული პატივისცემით ვუმასპინძლეთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ბატონ ივანე აბაშიძესა და დირექტორის მოადგილეს, ბატონ თამაზ იმერლიშვილს, რომლებმაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს, მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი დღე და წარმატებები უსურვეს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.
ცერემონიის ფარგლებში, სტუდენტებს სწავლის პროცესში გამოჩენილი ჩართულობისა და აქტიურობისთვის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ, მათი შრომისა და უნივერსიტეტის ცხოვრებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს პირველკურსელებს უნივერსიტეტში ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას და ვუსურვებთ ცოდნით, აღმოჩენებითა და წარმატებებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას!
კურსდამთავრებულებს კი ვულოცავთ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები მათი წარმატებული კარიერის მყარ საფუძვლად იქცეს.
