პირველკურსელთა სოციალიზაცია
2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ბნსუ-ს პირველკურსელთა სოციალიზაციაზე მიმართული აქტივობები განხორციელდა.
აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, სტუდენტებს შეხვდნენ და სტუდენტური სერვისების სამსახურის, სტუდენტური თვითმმართველობის, შრომის უსაფრთხოების სამსახურის, ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ბნსუ-ს იურისტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებულ სერვისების, მათ შორის, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდითა და ელექტრონული ბაზებით სარგებლობის შესახებ. მათ ასევე მოისმინეს სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობისა და სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. სტუდენტებს მიეწოდათ საჭირო ინფორმაცია უსაფთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. იურისტმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა დეტალურად ისაუბრეს სტუდენტების უფლება-მოვალეობებზე.
შეხვედრები დისკუსიის ფორმატში გაიმართა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
