პრაქტიკული წვრთნები და თეორიული სწავლება სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 31.03.2021
31 მარტი 2021
წლის მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სავალდებულო (არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთჯერ) პრაქტიკული წვრთნები და თეორიული სწავლება სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბნსუ პერსონალმა და პროფესიულმა სტუდენტებმა.
თეორიული სწავლება ჩაატარა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა ნიკოლოზ ლეშოკმა.
თეორიული სწავლების შემდეგ, გამოცხადდა განგაში და მოხდა პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების ევაკუაცია საევაკუაციო გასასვლელების საშუალებით.
წვრთნის დასასრულს, ბნსუ-ს სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა ნიკოლოზ ლეშოკმა, ბნსუ-ს სახანძრო წვრთნებისათვის განკუთვნილ პრაქტიკულ სიმულატორზე შექმნა ხანძრის კერა და პრაქტიკულად აჩვენა ცეცხლის ქრობის პროცესი, რომელიც განხორციელდა პრაქტიკულ სიმულატორზე დამონტაჟებული წყლის ჰიდრანტებიდან მიღებული წყლის ჭავლის მეშვეობით.
სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სწავლება და პრაქტიკული წვრთნები წარმატებით დასრულდა.