პრეზენტაცია ბნსუ-ში

2017 წლის 29 სექტემბერს, 11 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში შედგება არგენტინის ნაციონალური საზღვაო სასწავლებლის (‘’Manuel Belgrano”) წარმომადგენლისა და საზღვაო მუზეუმის დირექტორის, ბატონ ჰორაციო-გილიერმო ვასკეს რივაროლას წიგნის პრეზენტაცია.
მისი წიგნი, სახელწოდებით ,,ტრიტონი“, საზღვაო თემატიკისაა. ის ძალზე პოპულარულია მოზარდი თაობის მკითხველთა შორის. ამჟამად, წიგნის უკვე მესამე ნაწილი გამოიცა. კომპანია WISTA Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ბატონი ჰორაციო წარადგენს თავისი წიგნს ქართველი მკითხველის წინაშე.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს ყველა მსურველსა და დაინტერესებულ პირს პრეზენტაციაზე დასასწრებად.
