სიახლეები უკან

პრეზიდენტების ფორუმი

12 ნოემბერი 2022

2022 წლის 12 ნოემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი გაბედავა აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების ფორუმის პრეზიდენტების ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის განმავლობაში წევრი უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს ბნსუ-ს ფორუმში გაწევრიანების საკითხს და უნივერსიტეტს წევრობის სერტიფიკატი გადასცეს.

ფორუმის ფარგლებში რექტორის მოადგილემ ისაუბრა აღნიშნული პლათფორმის მნიშვნელობაზე და უნივერსიტეტის სახელით დაადასტურა მზაობა, რომ ბნსუ იქნება ფორუმის აქტიური წევრი და თავის წვლილს შეიტანს ფორუმის მუშოაბაში.

ასევე, გიორგი გაბედავამ გააკეთა მოხსენება ბნსუ-ს შესახებ და ფორუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს წარუდგინა შეთავაზება 2024 წლისთვის ფორუმის მასპინძლობის შესახებ, რაზეც პრეზიდენტების ფორუმის ყველა მონაწილემ თანხმობა განაცხადა.