პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.
მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ www.vet.ge-ზე 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით.
აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ შემდეგი პროფესიული პროგრამებიდან:
- საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია — 13 თვე
- გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია — 12 თვე
- ელექტროობა — 10 თვე
- ადმინისტრაციული სერვისები — 12 თვე
აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა (გარდა, ადმინისტრაციული სერვისების პროგრამისა) უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ადმინისტრაციული სერვისების პროგრამის ხანგრძლივობა სრული საფასური 1500 ლარს შეადგენს.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული განათლება და დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს.
რეგისტრაციის ვადა: 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით
რეგისტრაცია: vet.ge
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 558 40 33 40.
