სიახლეები უკან

პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების, ნაშრომებისა და გამოგონებების პრეზენტაცია

22 ივლისი 2024

2024 წლის 19 ივლისს, ბნსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობის პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების, ნაშრომებისა და გამოგონებების პრეზენტაცია გაიმართა.

პროფესიულმა სტუდენტებმა ღონისძიებაზე წარადგინეს მათ მიერ შექმნილი „მაგნიტურ ბალიშზე მომუშავე ეკონომ ელექტრო აპარატი“, ასევე, ელექტროამძრავის მარტივი სქემის გართულებული და გაუმჯობესებული ვერსია. აღნიშნული პროექტებისა და იდეების განხორციელებაში სტუდენტებს კონსულტაციას უწევდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობის პროგრამის ხელმძღვანელი, შოთა ბარამიძე და პროგრამის თანახელმძღვანელი, ნანა ხალვაში.

გამოგონებების გარდა, პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს ნამუშევრები თემებზე: „ზღვის მოქცევის ელექტრო სადგური“ და „მზის ენერგიის შესაძლებლობების გამოყენება“. სტუდენტებმა თემები ინგლისურ ენაზეც წარადგინეს, რაშიც მათ კონსულტაციას ინგლისური ენის მასწავლებელი, ნინო ძნელაძე უწევდა.

ღონისძიებას პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები, საკრუინგო კომპანიის წარმომადგენლები/დამსაქმებლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.