სიახლეები უკან

პროფესიული განათლების ინსტიტუტების ევროპული ასოციაციის (EVBB) 31-ე გენერალური ასამბლეა

29 ნოემბერი 2024

2024 წლის 29 ნოემბერს, პროფესიული განათლების ინსტიტუტების ევროპული ასოციაციის (EVBB) 31-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ.

ონლაინ ფორმატში გამართული ასამბლეის მთავარ საკითხს წარმოადგენდა EVBB-ის ახალი აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნები. დღის წესრიგი ასევე მოიცავდა 2023 წლის წლიური ანგარიშების განხილვას, ახალი წევრების წარდგენას, აუდიტორების დასკვნების მოსმენას და 2025 წლის სამომავლო გეგმების განხილვას.

"EVBB-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, რადგან ეს პლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ ევროპული პროფესიული განათლების განვითარების პროცესის აქტიური მონაწილეები და გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა პარტნიორებთან", - აღნიშნა გიორგი გაბედავამ.

ასამბლეაზე ასევე განიხილეს ორგანიზაციის წესდების რეფორმის საკითხი და შეიქმნა შესაბამისი კომიტეტი. ღონისძიება, რომელიც სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა 2025 წლის სამოქმედო გეგმის განხილვით.

აღსანიშნავია, რომ EVBB წარმოადგენს მნიშვნელოვან ევროპულ პლატფორმას პროფესიული განათლების სფეროში მოღვაწე ინსტიტუტებისთვის, რომელიც ხელს უწყობს წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.