სიახლეები უკან

პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია

5 ოქტომბერი 2026

2026 წლის 5 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტმა, ქეთევან ბაუჟაძემ, მონაწილეობა მიიღო კოლეჯების „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ მიერ ორგანიზებულ პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენციაში - „პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“.

კონფერენციამ გააერთიანა პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები საქართველოდან და ევროპის ოთხი ქვეყნიდან. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების განხილვა, ინოვაციური მიდგომების გაცნობა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

*ფოტომასალის წყარო: კოლეჯი "ბლექსი"