სიახლეები უკან

პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსის გაცნობა

27 მაისი 2026

2026 წლის 27 მაისს, ბნუ-ს იურისტმა, ნინო გობაძემ პროფესიული განათლების მასწავლებლებს ეთიკის კოდექსის ახალი რედაქცია წარუდგინა.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპები, მასწავლებეთა პასუხისმგებლობები და პროფესიულ სტუდენტებთან კომუნიკაციის სტანდარტები.

პროფესიული განათლების მასწავლებლის კოდექსი მიზნად ისახავს პროფესიული საქმიანობის მაღალი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრებას, პროფესიისადმი ნდობის გაძლიერებასა და უნივერსიტეტში უსაფრთხო, ინკლუზიური და კეთილგანწყობილი საგანმანათლებლო გარემოს ხელშეწყობას.