პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალი
4 ივნისი 2023
2023 წლის 4 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი წარსდგა “პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალზე”.
ფესტივალი, საზღვაო აკადემიის ინიციატივით, წელს პირველად ჩატარდა და პროფესიული მიმართულებების პოპულარიზაციას, სტუდენტ-ახალგაზრდების მოზიდვას, სასწავლებლებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, სტუდენტური სერვისების განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობას ემსახურებოდა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 11-მა ქართულმა პროფესიულმა სასწავლებლებელმა. მოეწყო პროფესიული სასწავლებლების საგამოფენო სივრცე, გაიმართა სპორტული ღონისძიებები მინი-ფეხბურთი და კალათბურთი.
მომდევნო წელს ფესტივალს უმასპინძლებს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი.
ღონისძიების პარტნიორი იყო “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).
