პროფესიული სტუდენტების გაცნობითი-სასწავლო პრაქტიკა ენგურჰესზე
2026 წლის 26 ივლისს, ბნუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობის“ პროფესიული სტუდენტები სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკის ფარგლებში ენგურის ჰიდროელექტროსადგურს (ენგურჰესს) ეწვივნენ.
ვიზიტის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის პრინციპებს, ელექტროენერგიის წარმოების პროცესს, ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და უსაფრთხოების სტანდარტებს. მსგავსი პრაქტიკული ვიზიტები სტუდენტებს ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.
სასწავლო ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ პროგრამის ხელმძღვანელი, ნუგზარ გორგილაძე და თანახელმძღვანელი, ნანა ხალვაში.
