სიახლეები უკან

პროგრამების საჯარო განხილვა

12 მარტი 2018

DSC_0036.JPG

2018 წლის 10 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში შედგა საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების საჯარო განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული პროგრამის პოტენციური დამსაქმებლები, ბნსუ-ს პარტნიორი საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლები, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, პროგრამის განმახორცილელებლები, სტუდენტები, ბნსუ-ს ადმინისტრაცია. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ,,საზღვაო ნავიგაციისა“ და ,,გემის მექანიკის“ ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა ვახტანგ თავბერიძემ და როლანდ რიჩკოვმა წარმოადგინეს მოდიფიცირებული პროგრამები, აღწერეს მათი სტრუქტურა, გაამახვილეს ყურადღება არსებულ სირთულეებსა და აგრეთვე, პროგრამების ძლიერ მხარეებზე. ბნსუ-ს რექტორმა, პროფესორმა პარნმენ ხვედელიძემ ისაუბრა საზღვაო განათლების აქტუალურ პორბლემებსა და უნივერსიტეტის პრიორიტეტებზე. ბნსუ-ს პარტნიორი კომპანიების წარმომდგენლებმა და კურსდამთავრებულებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები პროგრამების შესახებ. საჯარო განხილვაში მონაწილე პირებმა შეავსეს ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული პროგრამის შედეგების მნიშვნელობის განმსაზღვრელი კითხვარები.