სიახლეები უკან

პროგრამებთან დაკავშირებით შეხვედრა ხარისხის უზრუნველყოფის მხარდამჭერი ჯგუფის წევრ სტუდენტებთან

5 მარტი 2026

2026 წლის 5 მარტს, ბნუ-ში გაიმართა შეხვედრა ხარისხის უზრუნველყოფის მხარდამჭერი ჯგუფის წევრ სტუდენტებთან, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ბნუ-ს საგანმანათლებლო განხორციელების პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწავლების ხარისხს, სასწავლო პროცესის ეფექტიანობასა და პროგრამების შესაბამისობას თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებსა და შრომის ბაზრის საჭიროებებთან. სტუდენტებმა აქტიურად დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, გამოცდილება და რეკომენდაციები პროგრამების გაუმჯობესების მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობას ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და საგანმანათლებლო პროგრამების უწყვეტ განვითარებაში.

აღნიშნული ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია უნივერსიტეტსა და სტუდენტებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის გაღრმავებისთვის, სტუდენტური ხედვების გათვალისწინებისა და ბნუ-ში საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.