სიახლეები უკან

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ბნსუ-ში

14 ივნისი 2023
2023 წლის 12 – 16 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის (თურქეთი) წარმომადგენლები სტუმრობენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან - კანცლერთან ლალი ხვედელიძესთან, რექტორის მოადგილეებთან გელა გვარიშვილთან და გიორგი გაბედავასთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. ასევე, სტუმრებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს ბნსუ-ს სტუდენტებთან, სადაც სტუდენტებს ესაუბრეს Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე. დღის ბოლოს, სტუმრებმა დაათვალიერეს ბნსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. აღნიშნული ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.