სიახლეები უკან

რეგიონალური საზღვაო დაბინძურების ანგარიშის განხილვა

18 მაისი 2022
2022 წლის 18 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსასხურის უფროსმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ლურჯი პროგრამის (BBSEA) - რეგიონალური საზღვაო დაბინძურების ანგარიშის განხილვაში. ტექნიკური შეხვედრა/ვებინარი მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის ლურჯი გუნდისა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად იქნა ორგანიზებული. ვებინარის მიზანი შავი ზღვის დაბინძურების შესახებ რეგიონული ანგარიშის პროექტის შედეგების განხილვა იყო. კვლევა, დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის PROBLUE ფონდის მიერ. ანგარიშის მიზანია აამაღლოს ცნობიერება ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე ზღვის დამაბინძურებლების პრევენციის შესახებ და გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა.