რეგიონში განათლების ხელშეწყობისთვის
6 ივნისი 2018

5 ივნისს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბში მოეწყო დათო ტურაშვილის წიგნის "ჯინსების თაობა" განხილვა. შეხვედრას წარუძღვა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ნათია მიქელთაძე. წიგნის განხილვაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

