რექტორის მოადგილის ვიზიტი ჩინეთში
ბნსუ-ს რექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, დალიანის საზღვაო უნივერსიტეტში იმყოფება.
23 მაისს, მან შეხვედრები გამართა მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან, საზღვაო ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლის დეკანის მოადგილესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაზე ისაუბრეს, რაც მოიცავს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სხვა აკადემიურ აქტივობებს.
შეხვედრის დასასრულს, რექტორის მოადგილემ მასპინძელი უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სამანქანე განყოფილებისა და სანავიგაციო ხიდურის სიმულატორები დაათვალიერა.
ვიზიტის ფარგლებში, ბ-ნი გიორგი გაბედავა მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციებს ჩაუტარებს.
