საბიბლიოთეკო კვირეული
30 აპრილი 2022
2022 წლის 30 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მაკა გეგეშიძე საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნას დაესწრო.
ღონისძიება ბიბლიოთეკარის დღეს მიეძღვნა და ის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.
კვირეული გაიხსნა საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის ლექციით „ბიბლიოთეკარი - წიგნის ჯადოქარი“.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა.
