სიახლეები უკან

საჯარო ლექცია ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით

10 დეკემბერი 2025

2025 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბნუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და თანამედროვე გამოწვევებს მიეძღვნა.

ლექციას უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, მოწვეული ლექტორი - სალომე კარალიძე.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, მათი რეალიზაციის მექანიზმები და ახალგაზრდების როლი ამ პროცესში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებში სამართლებრივი ინფორმირებულობის ზრდას და ადამიანის უფლებების პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობას.