სიახლეები უკან

საჯარო ლექცია ბნსუ-ში

12 მარტი 2024
2024 წლის 12 მარტს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა შემეცნებითი საქმიანობის განვითარებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა ამერიკელმა მკვლევარმა და ასტრონომმა James Wallen -მა თემაზე : Navigating the Earth - Moon Frontier: Options for the Future of Shipping ამერიკელმა მკვლევარმა სტუდენტებს გაუზიარა მისი გამოცდილება და გააცნო საზღვაო ასტრონომიის ძირითადი საფუძვლები. ლექციის შემდეგ სტუდენტებს ჰქონდათ ლექციის საჯაროდ განხილვა. ლექციას ესწრებოდნენ ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის ლექტორები, ბაკალავრიატისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.