სიახლეები უკან

საჯარო ლექცია ბნუ-ში

13 მარტი 2026

2026 წლის 12 მარტს, ბნუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქცევითი ეკონომიკისა და ფსიქოლოგიის კროსკულტურული ასპექტები ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. ლექციას უძღვებოდა ირაკლი გაზდელიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო, თუ როგორ მოქმედებს კულტურული გარემო ადამიანების ეკონომიკურ ქცევასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მომხსენებელმა ისაუბრა ქცევითი ეკონომიკისა და ფსიქოლოგიის ურთიერთკავშირზე და სხვადასხვა კულტურაში ეკონომიკური გადაწყვეტილებების თავისებურებებზე.

ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.