სიახლეები უკან

საჯარო ლექცია: „მეტეოროლოგის დარგის განვითარების ისტორია და თანამედროვე მიღწევები“

24 მარტი 2022

2022 წლის 23 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი დაესწრო საჯარო ლექციას თემაზე: „მეტეოროლოგის დარგის განვითარების ისტორია და თანამედროვე მიღწევები“.

ლექციის განმავლობაში განხილულ იქნა შემდეგი თემები:

  • მეტეოროლოგიის დარგის განვითარების ისტორია;
  • მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია;
  • მეტეოროლოგიური დაკვირვებები და მისი მნიშვნელობა;
  • კლიმატოლოგია, კლიმატის ცვლილება;
  • ამინდის პროგნოზირება;
  • ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები და მათი შეფასება;
  • ადრეული შეტყობინების სისტემები;
  • მეტეოროლოგიის დარგში მიმდინარე პროექტები/აქტივობები საქართველოში;

ლექციას უძღვებოდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო ქინქლაძე.

ლექცია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა და ის მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.