საჯარო ლექცია „Methods of Communication Within a Business“
15 აპრილი 2022
2022 წლის 15 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ საჯარო ლექცია ჩაუტარა შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის (ჩინეთი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
საჯარო ლექციის თემა იყო „Methods of Communication Within a Business“.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნა შემდეგი თემები:
- ეფექტური კომუნიკაციის სარგებელი;
- ბიზნეს კომუნიკაციის სახეები;
- საქმიანი კომუნიკაციის მეთოდები;
ლექცია ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მას 90 სტუდენტი ესწრებოდა.
გიორგი გაბედავა შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.
შანხაის საზღვაო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებუულებაა
