სიახლეები უკან

საჯარო ლექცია ნარჩენების მართვის საკითხზე

5 დეკემბერი 2019

 

3.jpg

საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში“- თემაზე საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ზღვის და სანაპიროს დაბინძურება და რა ეფექტური გზები არსებობს ნარჩენების მართვის კუთხით? - ეს საკითხები ბნსუ-ს სტუდენტებს გააცნეს.

ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ მუშაობს სპეციალური მობილური აპლიკაცია- "Marine Litter Watch” , რომლის გამოყენებითაც შეგროვებული ნარჩენების იდენტიფიცირება ხდება.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა რამდენიმე დღის წინ ასევე ბათუმის ზღვისპირა ზოლი ნარჩენებისგან გაათავისუფლეს. ზღვის და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით დაგეგმილია ქობულეთის და ფოთის სანაპირო ზოლების დასუფთავება, ასევე სკოლებსა და უნივერსიტეტებში სემინირების ჩატარება.

პროექტი ,,ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია-საქართველოს’’ (wista georgia ) მიერ EMBLAS Plus-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ევროკომისია აფინანსებს.

თემასთან დაკავშირებული მომზადებული სატელევიზიო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.