საჯარო ლექცია ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

"ერთად ვიბრძოლოთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ"- თემაზე შეხვედრა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი წევრებმა სტუდენტებს ის საფრთხეები გააცნეს, რაც შესაძლოა მსგავს ფაქტებს მოჰყვეს. მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრებებიც.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის მიზანი ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ დიალოგის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.
საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
თემასთან დაკავშირებით მომზადებული სატელევიზიო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

