საჯარო ლექცია: ორი გაზაფხული - ერთი ოცნება
27 მაისი 2025
2025 წლის 27 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბნსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბნსუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა: "ორი გაზაფხული - ერთი ოცნება", რომელიც ბნსუ-ს პროფესორმა, ნაირა ტაბიძემ ჩაატარა.
ლექცია მოიცავდა საქართველოს ისტორიაში ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს – 1918 წლის 26 მაისსა და 1991 წლის 9 აპრილს და მათ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, ეროვნული თვითგამორკვევა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომლებიც დღემდე განსაზღვრავენ ქვეყნის სახელმწიფოებრივ განვითარებას.
ლექციას ბნსუ-ს სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები დაესწრნენ.
