საჯარო ლექცია: ქართულ-თურქული ურთიერთობები ისტორიის ჭრილში
2026 წლის 21 აპრილს, ბნუ-ში სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – „ქართულ-თურქული ურთიერთობები ისტორიის ჭრილში“.
ლექცია ჩაატარა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, დოქტორმა პელინ ჰელვაჯიმ.
ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა ქართულ-თურქული ურთიერთობების ისტორიული განვითარების ძირითადი ეტაპები, მათი გავლენა რეგიონულ პოლიტიკასა და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ისტორიული პროცესების ღრმა გააზრება და საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში მათი მნიშვნელობის წარმოჩენა.
აღნიშნული ღონისძიება Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში განხორციელდა.
