საჯარო ლექცია „როგორ გავიდეთ ექსპორტზე; ექსპორტის გზამკვლევი“. 29.01.2021
30 იანვარი 2021


2021 წლის 29 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტების დაესწრო საჯარო ლექციას „როგორ გავიდეთ ექსპორტზე; ექსპორტის გზამკვლევი“.

საჯარო ლექცია ექსპორტის ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი გუდაბანაძემ ჩაატარა.

ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი თემები:

საქართველოს მოქმედი სავაჭრო რეჟიმები;

ხარისხის შესაბამისობა;

საბაზრო ტენდენციები;

COVID-19 და მომხმარებლის ქცევა;

ბაზრის კვლევა;

ბაზრის შერჩევა;

ექსპორტის სტრატეგია / მარკეტინგული გეგმა;
საჯარო ლექცია ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.