სიახლეები უკან

საჯარო ლექცია სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის

4 ივნისი 2025

2025 წლის 3 ივნისს, ბნსუ-ს სტუდენტები დაესწრნენ საჯარო ლექციას/მასტერკლასს: „როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის და როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი ეფექტურად“, რომელიც დასაქმების ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ლექციას უძღვებოდა ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი - ზაზა ქოიავა, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა პრაქტიკული რჩევები სამუშაოს ძიების, პროფესიული პრეზენტაციისა და კომპეტენციების სწორად წარმოჩენის შესახებ.

აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი პროფესიული უნარების გაძლიერებასა და შრომით ბაზარზე ინტეგრაციის მხარდაჭერას.